ესპანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად პედრო სანჩესის დანიშვნას მხარი დაუჭირა
ესპანეთის პარლამენტმა პედრო სანჩესს ნდობა გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანჩესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა.
მას მხარი 167-მა დეპუტატმა დაუჭირა, 165 კი წინააღმდეგი წავიდა. 18-მა დეპუტატმა გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.
პრემიერ-მინისტრად პედრო სანჩესის კანდიდატურა ნოემბერში, არჩევნებში გამარჯვებულმა „სოციალისტურმა“ პარტიამ წამოაყენა.
დღემდე ესპანეთს დროებითი მთავრობა ჰყავდა, რადგან 10 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, „სოციალისტურმა“ პარტიამ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.