ესპანეთის პარლამენტმა მთავრობის საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

18:09, 13.02.2019

ესპანეთის პარლამენტმა მთავრობის 2019 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს 158-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 191 კი, წინააღმდეგი იყო.

საბიუჯეტო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს კატალონიელმა დეპუტატებმაც. „როიტერის“ ინფორმაციით, ბიუჯეტის ჩავარდნის შეთხვევაში, ესპანეთის სოციალისტურ მთავრობას ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმა აქვს.

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 14 ან 28 აპრილს დაინიშნოს. დასავლური მედია ესპანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის პირველ საკანონმდებლო მარცხად აფასებს.

 

მსგავსი