რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ავსტრალიის დაპირისპირებაზე მაყურებელმა ორი ოვერტაიმი იხილა. მარკ გასოლის (33 ქულა), რიკი რუბიოსა (19 ქულა, 12 პასი, 7 მოხსნა) და სერხიო ლულის (17 ქულა) კარგი თამაშის წყალობით, სერხიო სკარიოლოს გუნდმა ავსტრალია საბოლოოდ 95-88 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვა.
ანდრეი ლემანისის გუნდში ყველაზე შედეგიანი, 34 ქულით, პატი მილსი გამოდგა. 16 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა ნიკ კეის. 12 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ენდრიუ ბოგატმა.
ესპანელთა მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა.
16:00 საათზე, მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, არგენტინა საფრანგეთს შეხვდება.