ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ფისკალური რეფორმა დიდი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს
ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ფისკალური რეფორმა დიდი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ფისკალური რეფორმა დიდი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, ფისკალური რეფორმა გარდაუვალია.

„ჩვენ მოგვიწევს სახელმწიფო ვალის შემცირება, ასევე დაგვჭირდება სახელმწიფო დეფიციტის შემცირება და ამისათვის მოგვიწევს სახელმწიფოს შემოსავლის გაზრდა. გვინდა, რომ გვქონდეს ძლიერი კეთილდღეობის სახელმწიფო და ამის გაკეთებას ფისკალური სამართლიანობით ვაპირებთ, რაც ნიშნავს გადასახადების ზრდას დიდ კომპანიებზე და არა მცირე და საშუალო კომპანიებზე“, – აღნიშნა სანჩესმა.

კორონავირუსისგან ესპანეთი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ინფიცირების რიცხვმა 250 000-ს მიღწია, გარდაცვალების შემთხვევებმა კი 28 000-ს გადააჭარბა.