ესპანეთის მთავრობა სავალდებულო კარანტინს 14-დან 10-დღემდე შეამცირებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან
ესპანეთის მთავრობა სავალდებულო კარანტინს 14-დან 10-დღემდე შეამცირებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან

ესპანეთის მთავრობა დაწესებული სავალდებულო კარანტინის პერიოდს 14-დან 10-დღემდე შეამცირებს იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, –  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

დასავლეთ ევროპის რეგიონში, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. რამდენიმე რეგიონში შემთხვევების მატების გამო, ნაწილობრივი კარანტინის შემოღება კვლავ იგეგმება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 670 000 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 30 663 ადამიანი.