ესპანეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის პირველი ლოკდაუნის დარღვევისთვის გადახდილ ჯარიმებს მოქალაქეებს დაუბრუნებს
ესპანეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის პირველი ლოკდაუნის დარღვევისთვის გადახდილ ჯარიმებს მოქალაქეებს დაუბრუნებს.
ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო, რომელმაც ესპანეთში გამოცხადებული პირველი ლოკდაუნი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
პოლიციის ცნობით, 2020 წლის 14 მარტიდან 21 ივნისამდე პერიოდში პოლიციამ მოქალაქეებს 1,1 მილიონი ევროს ოდენობით ჯარიმები გამოუწერა, თუმცა მოქალაქეებმა ჯარიმების მხოლოდ ნაწილი გადაიხადეს.