ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს
ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მოიმატებს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში.

სინოპტიკოსები ვალენსიის ზოგიერთ რაიონში 40-დან 42 გრადუსამდე სიცხეს ელოდებიან.

ვალენსიის რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოაცხადეს. გაფრთხილება მოსახლეობამ მალაგაში, არაგონაში, ალიკანტესა და კატალონიაშიც მიიღო.

ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მზის აქტიურ მონაკვეთში სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.