ესპანეთის მეფის დები აბუ-დაბიში კორონავირუსზე აიცრნენ, რის გამოც განმარტების გაკეთება მოუწიათ
„ბიბისის“ ინფორმაციით, ესპანეთის მეფის, ფილიპე მეექვსის დებმა აბუ-დაბიში ყოფნის დროს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს.
57 წლის პრინცესა ელენა და 55 წლის პრინცესა კრისტინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მამის, ხუან კარლოსის მოსანახულებლად ჩავიდნენ და აბუ-დაბიში აიცრნენ.
ესპანეთის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პრინცესა ელენას და პრინცესა კრისტინას აცრა ჯერ არ უწევდათ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ განმარტების გაკეთება მოუწიათ.
„მე და ჩემი და მამის მოსანახულებლად წავედით, რომ მიგვეღო სამედიცინო ცნობა, რათა მასთან რეგულარულად შევძლოთ ჩასვლა, ჩვენ იქ შემოგვთავაზეს ვაქცინის გაკეთება, რაზეც უარი არ ვთქვით“, – განაცხადეს სამეფო ოჯახში.
ესპანეთის ყოფილმა მეფემ, ხუან კარლოსმა ქვეყანა 2020 წელს დატოვა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს.