ესპანეთის მეფემ საშობაო მიმართვაში მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა
ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსემ საშობაო მიმართვაში მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.
მონარქმა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს მოუწოდა, თავი აარიდონ კონფრონტაციას და იარონ ნორმალური თანაცხოვრების გზით.
„კატალონიის პარლამენტს მოუწევს პრობლემების გადაწყვეტა, რომლებიც ყველა კატალონიელს ეხება, მრავალფეროვნების პატივისცემითა და მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე ფიქრით. ეს გზა ვერ მიგვიყვანს კვლავ კონფრონტაციამდე, რომელსაც არაფერი მოაქვს, გარდა უთანხმოების, გაურკვევლობისა და იმედგაცრუების“, -აღნიშნა ესპანეთის მეფემ.
ფელიპე მეექვსეს თქმით, 2017 წელი ესპანეთისთვის რთული იყო.
საშობაო მიმართვაში ფელიპემ ასევე ისაუბრა კატალონიაში აგვისტოში განხორციელებულ ტერაქტებზე. მისი თქმით, მხოლოდ დემოკრატიულ ერთიანობას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს ძალასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიონობას შეუძლია ტერორიზმის დამარცხება.
თავისი მიმართვა ესპანეთის მეფემ ტრადიციულად დაასრულა კასტილიურ, ბასკურ, კატალონიურ და გალისიური ენებზე შობის მილოცვით.