ესპანეთის კულტურის მინისტრმა თანამდებობა დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ დატოვა
ესპანეთის კულტურის მინისტრმა თანამდებობა დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ დატოვა.
„მე მივდივარ, რადგან დარწმუნებული ვარ რომ გამჭვირვალობა გვჭირდება“,- ასეთი კომენტარი გააკეთა ცნობილმა მწერალმა, ჟურნალისტმა და ახლა უკვე ყოფილმა მინისტრმა მაქსიმ უერტამ პრესკონფერენციაზე, როდესაც ჟურნალისტებმა თანამდებობის დატოვების მიზეზი ჰკითხეს.
მაქსიმ უერტას გადაწყვეტილება El Confidencial-ის სტატიას უკავშირდება. გაზეთის ინფორმაციით, კულტურის მინისტრი გადასახადებისგან თავის არიდების გამო გასულ წელს საგადასახადო ორგანოებმა დააჯარიმეს.
გასულ წელს საგადასახადო სამსახურმა დაადგინა, რომ უერტამ სახელმწიფო ხაზინას კუთვნილი 218 322 ევრო არ გადაუხადა. ამას მწერალი და ჟურნალისტი მის მიერ შექმნილი კომპანია Almaximo Profesionales de da imagen SL-ის საშუალებით ახერხებდა. მან გამომუშავებული 798 529 ევროდან საშემოსავლო გადასახადის სახით მხოლოდ 21 860 ევრო გადაიხადა. შედეგად სასამართლომ მაქსიმ უეტას ჯარიმის სახით 243 ათასი ევრო გადახდა დააკისრა.