ესპანეთის კონგრესის წევრი ხუან ანტონიო დელგადო რამოსი - არჩევნები ჩატარდა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში
ესპანეთის კონგრესის წევრი ხუან ანტონიო დელგადო რამოსი - არჩევნები ჩატარდა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში

არჩევნები ჩატარდა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში, მონაცემები მეტყველებს, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა გაიზარდა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ გააცნობიერეს ამ საარჩევნო პროცესის მნიშვნელობა, რაც აძლიერებს დემოკრატიას, – ამის შესახებ ესპანეთის კონგრესის წევრმა, საერთაშორისო დამკვირვებელმა, ხუან ანტონიო დელგადო რამოსმა განაცხადა.

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების მონახულებისას, როგორც დედაქალაქში, ასევე თელავის რეგიონში, პირადად დავრწმუნდი, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში. მონაცემები თავისთავად მეტყველებს, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა გაიზარდა წინა არჩევნებთან შედარებით. მოქალაქეებმა გააცნობიერეს ამ საარჩევნო პროცესის მნიშვნელობა, რაც აძლიერებს დემოკრატიას.

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გამარჯვებული პარტია გახდა „ქართული ოცნება“, თუმცა ეს ასევე ადასტურებს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში ფუნდამენტური რეფორმების გასაგრძელებლად აუცილებელია ოპოზიციის მონაწილეობა.

„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, ორივე მხარე მონაწილეობდა ამ არჩევნების ჩატარებაში, რაც მნიშვნელოვანია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული სამართლებრივი წინსვლა და რეფორმები განხორციელდა, აუცილებელია უფლებების, მათ შორის ლგბტ ადამიანების უფლებების წინ წაწევა“,- აღნიშნა ხუან ანტონიო დელგადო რამოსმა.