ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი იღუპება
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო ორი დღეა, ქვეყანაში კორონავირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი იღუპება

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები თითქმის აღარ ფიქსირდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღეა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი იღუპება.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ ბოლო შვიდ დღეში „კოვიდ-19“-ს სულ 38 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ესპანეთში კორონავირუსის 237 906 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 119 ადამიანი.