ესპანეთის გენერალური პროკურორი მოულოდნელად გარდაიცვალა. 66 წლის ხოსე მანულე მასა არგენტინაში გარდაიცვალა, სადაც ის საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა. მანამდე მაღალჩინოსანი თირკმლის მწვავე ინფექციის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ესპანეთს გენერალურმა პროკურორმა ცოტა ხნის წინ კატალონიელ ლიდერებს ბრალი ამბოხში წაუყენა. ხოსე მანუელ მასას გარდაცვალების გამო მწუხარება ესპანეთის მთავრობის წევრებმა გამოთქვეს.
მასა ესპანეთის მთავარი პროკურორის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა.