ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია - მზად ვართ, კლუბებს 500 მილიონი ევრო გამოვუყოთ
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის, ესპანურ კლუბებს კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინანსური დახმარება გაუწიოს.
„ჩვენ ფინანსურ ორგანიზაციებთან ამ საკითხებზე ვილაპარაკეთ. თუ ლა ლიგის კლუბებს სურთ, ჩვენ მათაც დაველაპარაკებით. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მათ 500 მილიონი ევროს ოდენობით დავეხმაროთ” – განაცხადა რუბიალესმა.
კლუბებისათვის უპროცენტო კრედიტის გაცემის შესახებ, ინიციატივით ინგლისის ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელებიც გამოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ კონსალტინგურმა კომპანია KPMG-ის გათვლით, მხოლოდ ტოპ-5 საფეხბურთო ლიგა ტელერეპორტაჟების ჩაშლით 4 მილიარდით იზარალებს. მათ შორის, პრემიერლიგის ზარალი 1,25 მილიარდი იქნება, ხოლო ლა ლიგის – 600 მილიონი.