კლინსმანი კონტეს ნაცვლად - „ტოტენჰემი“ კვლავ მთავარ მწვრთნელს ეძებს #1TVSPORT
კლინსმანი კონტეს ნაცვლად - „ტოტენჰემი“ კვლავ მთავარ მწვრთნელს ეძებს #1TVSPORT

იურგენ კლინსმანი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, – იუწყება გერმანული გამოცემა Kicker-ი.

„ტოტენჰემი“ იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ მარტში დატოვა და ინგლისელები მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.

Kicker-ის ცნობით, იურგენ კლინსმანი უკვე ინგლისში იმყოფება და გერმანელ სპეციალისტს „ტოტენჰემში“ დიდი პატივით შეხვდნენ როგორც ფეხბურთელები და კლუბის თანამშრომლები, ასევე გუნდის გულშემატკივრები.

ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ტოტენჰემი“ მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.