გავრცელებული ინფორმაციით, დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ სეზონის ბოლოს დატოვებს #1TVSPORT
„ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მადრიდული კლუბიდან წასვლას 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს აპირებს, – იუწყება El Chiringuito.
გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა კლუბის გენერალურ დირექტორს უკვე აცნობა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.
დიეგო სიმეონე „ატელტიკოს“ 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. არგენტინელმა მწვრთნელმა გუნდს ორჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი, მოიპოვა ესპანეთის თასი და სუპერთასი, უეფა-ს სუპერთასი, ევროპის ლიგა. სიმეონემ მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გაიყვანა.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სატურნირო ცხრილში „ატლეტიკო“ 27 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.