არტეტა - „არსენალი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ძალიან გააქტიურდება #1TVSPORT
არტეტა - „არსენალი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ძალიან გააქტიურდება #1TVSPORT

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი აანონსებს, რომ მისი კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იქნება.

„მსოფლიოს 2022 ჩემპიონატი ბევრ რამეს შეცვლის. ვნახოთ, ჩვენ იანვარში გუნდის გაძლიერებას ვგეგმავთ. „არსენალი“ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან გააქტიურდება, რადგან წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი დაკვირვების კარგ საშუალებას მოგვცემს. იმედია, რომ ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წავა“, – აცხადებს მიკელ არტეტა.

ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე „არსენალი“ წლის ბოლო მატჩს დღეს, 12 ნოემბერს გამართავს. არტეტას გუნდი პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩში „ვულვერჰემპტონს“ ესტუმრება.

ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სწორედ ლონდონის „არსენალი“ ლიდერობს – არტეტას გუნდს 34 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ მხოლოდ ორი ქულით უსწრებს.