„ბარსელონას“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის მოსყიდვაში ადანაშაულებენ #1TVSPORT
„ბარსელონას“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის მოსყიდვაში ადანაშაულებენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ ხელმძღვანელებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის ვიცეპრეზიდენტს, ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირას სხვადასხვა დროს, ჯამში, 1,4 მილიონი ევრო გადაუხადეს, – იუწყება ავტორიტეტული გამოცემა Marca.

გამოცემის ინფორმაციით, მსაჯთა კომიტეტის მაღალჩინოსანის მოსყიდვა 2016-2018 წლებში ხდებოდა. ენრიკე ნეგრეირამ პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა. მსაჯთა კომიტეტის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ „ბარსელონასგან“ აღნიშნული თანხა მართლა მიიღო, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ ეხებოდა რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღებას, არამედ საკონსულტაციო სამუშაოს გაწევას.

ნეგრეირა მსაჯთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დიდი ხნის განმავლობაში, 1994-2018 წლებში იკავებდა.