მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კაცნაკლული „ბეტისი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ლა ლიგის მე-14 ტურის მორიგი მატჩი გამართა ლიდერთა ჯგუფის წარმომამადგენელ „ბეტისთან“ და 3 ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა „ბეტისს“ „მესტალიაზე“ უმასპინძლა. ქართველ მეკარეს პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. 37-ე წუთზე ხუან კრუზმა დაურტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა ბურთი ლამაზი სეივით მოიგერია.
გადამწყვეტი მომენტი 61-ე წუთზე დადგა, როდესაც „ბეტისის“ მოთამაშე ედგარ გონსალესი არბიტრმა მეორედ გააფრთხილა და მოედანი დატოვა. „ვალენსიამ“ ამით ზუსტად ორ წუთში ისარგებლა და ანდრე ალმეიდამ მასპინძლები დააწინაურა – 1:0.
82-ე წუთზე კი „ბეტისის“ კარში არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც უგო გილამონმა გამოიყენა, საბოლოო ანგარიში კი 90+3-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტმა დააფიქსირა.
„ვალენსიამ“ 3:0 მოიგო, 14 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და მეათე პოზიციაზე დაწინაურდა.