ესპანეთის ერთიანობის მოთხოვნით კატალონიის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა
ესპანეთის ერთიანობის მოთხოვნით კატალონიის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
ესპანეთისა და კატალონიის დროშებით დემონსტრანtებმა ბარსელონას ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობა 300 ათასმა ადამიანმა მიიღო, მუნიციპალური პოლიციის ინფორმაციით კი 65 ათასმა.
ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, კატალონიაში მოსახლეობაში რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი თითქმის თანაბარია.