ესპანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ძლიერი წვიმის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მთავარი მაგისტრალებია გადაკეტილი. ქალაქ ტაფალაში ძლიერი წვიმის გამო ორი მდინარე ადიდდა. შეფერხებით მუშობს რკინიგზა.
სოციალური ქსელების საშუალებით მოსახლეობა მობილურით გადაღებულ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ჩანს როგორ მიაქვს წყალს ავტომობილები.