ფაქტები
* ქარიმ ბენზემას „მალიორკას“ წინააღმდეგ ორი გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა. ახლა, ექვს ტურში ფრანგს 15 ქულა (8 გოლი+7 პასი) დაუგროვდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია XXI საუკუნეში TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.
* ბენზემა მეათე ფეხბურთელი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც მე-200 გოლი გაიტანა. ლიდერია მესი 473 გოლით, მეორეზეა კრიშტიანო რონალდო – 311 გოლი.
* „რეალმა“ საწყის ექვს ტურში 21 გოლი გაიტანა. ეს კლუბის საუკეთესო შედეგია 1987 წლის შემდეგ.
* მარკო ასენსიომ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა „რეალის“ შემადგენლობაში.
* ერიკ ლამელამ (სევილია) ხუთ მატჩში ოთხ გოლში (3+1) მიიღო მონაწილეობა. ზუსტად იგივე შედეგი ჰქონდა მას „ტოტენჰემში“ ჩატარებულ 54 მატჩში.
* „სევილიამ“ 2003 წლის შემდეგ პირველად გაიტანა საწყის 22 წუთში სამი გოლი.
* „ესპანიოლი“ ლა ლიგაში 15 ტურია ვერ იგებს.
* „სელტას“ მეკარე მატიას დიტურომ ბოლო ოთხიდან სამი პენალტი მოიგერია.
* „ატლეტიკომ“ ამ სეზონში შვიდი ქულა მოიპოვა ბოლო 15 წუთში გატანილი გოლებით.
ხეტაფე-ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (45), 1:1 ლუის სუარესი (78), 1:2 ლუის სუარესი (90)
ბილბაო-რ. ვალეკანო 1:2
გოლები: 0:1 ა. გარსია (5), 1:1 სისი (33-საკ. კარში), 1:2 ფალკაო (96)
ლევანტე-სელტა 0:2
გოლები: 0:1 ასპასი (66), 0:2 ბ. მენდესი (85)
ესპანიოლი-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 დე ტომასი (54-პენ)
სევილია-ვალენსია 3:1
გოლები: 1:0 ა. გომესი (3), 2:0 ლატო (15-საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)
რეალი-მალიორკა 6:1
გოლები: 1:0 ბენზემა (3), 2:0 ასენსიო (24), 2:1 ლი (25), 3:1 ასენსიო (29), 4:1 ასენსიო (55), 5:1 ბენზემა (78), 6:1 ისკო (84)
ვილიარეალი-ელჩე 4:1
გოლები: 1:0 პინო (5), 1:1 მოხიკა (19), 2:1 ტრიგეროსი (39), 3:1 დანჯუმა (60), 4:1 მორენო (90+4)
გრანადა-სოსიედადი ხუთშაბათს
ოსასუნა-ბეტისი ხუთშაბათს
კადისი-ბარსელონა ხუთშაბათს
- რეალი – 16 ქულა (6 მატჩი)
- ატლეტიკო – 14 (6)
- სევილია – 11 (5)
- ვალენსია – 10 (6)
- რ. ვალეკანო – 10 (6)
- სოსიედადი – 10 (5)
- ბილბაო – 9 (6)
- ბარსელონა – 8 (4)
ბომბარდირები
8 – ბენზემა (რეალი)
5 – ვინისიუში (რეალი)
4 – ოიარსაბალი (სოსიედადი)