კარლო ანჩელოტი - „ბარსელონა“ „რეალის“ კონკურენტი აღარ არის #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - „ბარსელონა“ „რეალის“ კონკურენტი აღარ არის #1TVSPORT

„რეალის“ მწვრთნელმა მადრიდული კლუბის მთავარ და ყველაზე პრინციპულ მეტოქეზე, „ბარსელონაზე“ ისაუბრა და ორივე გუნდის შესაძლებლობები შეაფასა.

„ბარსელონა“ დღეს ჩვენი პირდაპირი კონკურენტი აღარ არის, რადგან ჩვენთან ახლოს უკვე სხვა კლუბები დგანან, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ. – თუმცა მათ აქვთ ყველა რესურსი, რომ კვლავ დიდ სიმაღლეზე ავიდნენ. მე რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი ვიყო, ჩავის მსგავსად ვილაპარაკებდი“.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონს „რეალი“ ლიდერობს, კატალონიური გრანდი კი სატურნირო ცხრილის მხოლოდ მერვე პოზიციაზე იმყოფება და მადრიდელებს 24 ქულით ჩამორჩება.