ესპანეთის ჩემპიონატი | მე-6 ტურის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატი | მე-6 ტურის ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* ქარიმ ბენზემას „მალიორკას“ წინააღმდეგ ორი გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონდა. ახლა, ექვს ტურში ფრანგს 15 ქულა (8 გოლი+7 პასი) დაუგროვდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია XXI საუკუნეში TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.

* ბენზემა მეათე ფეხბურთელი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც მე-200 გოლი გაიტანა. ლიდერია მესი 473 გოლით, მეორეზეა კრიშტიანო რონალდო – 311 გოლი.

* „რეალმა“ საწყის ექვს ტურში 21 გოლი გაიტანა. ეს კლუბის საუკეთესო შედეგია 1987 წლის შემდეგ.

* მარკო ასენსიომ პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა „რეალის“ შემადგენლობაში.

* ერიკ ლამელამ (სევილია) ხუთ მატჩში ოთხ გოლში (3+1) მიიღო მონაწილეობა. ზუსტად იგივე შედეგი ჰქონდა მას „ტოტენჰემში“ ჩატარებულ 54 მატჩში.

* „სევილიამ“ 2003 წლის შემდეგ პირველად გაიტანა საწყის 22 წუთში სამი გოლი.

* „ესპანიოლი“ ლა ლიგაში 15 ტურია ვერ იგებს.

* „სელტას“ მეკარე მატიას დიტურომ ბოლო ოთხიდან სამი პენალტი მოიგერია.

* „ატლეტიკომ“ ამ სეზონში შვიდი ქულა მოიპოვა ბოლო 15 წუთში გატანილი გოლებით.

 

 

ხეტაფე-ატლეტიკო         1:2

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (45), 1:1 ლუის სუარესი (78), 1:2 ლუის სუარესი (90)

 

ბილბაო-რ. ვალეკანო      1:2

გოლები: 0:1 ა. გარსია (5), 1:1 სისი (33-საკ. კარში), 1:2 ფალკაო (96)

 

ლევანტე-სელტა              0:2

გოლები: 0:1 ასპასი (66), 0:2 ბ. მენდესი (85)

 

ესპანიოლი-ალავესი       1:0

გოლი: 1:0 დე ტომასი (54-პენ)

 

სევილია-ვალენსია          3:1

გოლები: 1:0 ა. გომესი (3), 2:0 ლატო (15-საკ. კარში), 3:0 რაფა მირი (22), 3:1 დურო (31)

 

რეალი-მალიორკა                  6:1

გოლები: 1:0 ბენზემა (3), 2:0 ასენსიო (24), 2:1 ლი (25), 3:1 ასენსიო (29), 4:1 ასენსიო (55), 5:1 ბენზემა (78), 6:1 ისკო (84)

 

ვილიარეალი-ელჩე               4:1

გოლები: 1:0 პინო (5), 1:1 მოხიკა (19), 2:1 ტრიგეროსი (39), 3:1 დანჯუმა (60), 4:1 მორენო (90+4)

 

გრანადა-სოსიედადი ხუთშაბათს

ოსასუნა-ბეტისი ხუთშაბათს

კადისი-ბარსელონა ხუთშაბათს

 

  1. რეალი – 16 ქულა (6 მატჩი)
  2. ატლეტიკო – 14 (6)
  3. სევილია – 11 (5)
  4. ვალენსია – 10 (6)
  5. რ. ვალეკანო – 10 (6)
  6. სოსიედადი – 10 (5)
  7. ბილბაო – 9 (6)
  8. ბარსელონა – 8 (4)

 

ბომბარდირები

8 – ბენზემა (რეალი)

5 – ვინისიუში (რეალი)

4 – ოიარსაბალი (სოსიედადი)