ესპანეთის ჩემპიონატი. IX ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ფაქტები
* „გრანადამ“ ისტორიაში პირველად მოაგროვა ცხრა ტურში 17 ქულა ლა ლიგაში.
* „ბარსამ“ დაასრულა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია, როცა არ ჰყავდა ჟერარდ პიკე.
* დიეგო კოშტა „ატლეტიკოს“ მეექვსე ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, ვინც ლა ლიგაში 50 გოლის გატანა შეძლო.
* ტიბო კურტუამ ლა ლიგაში ბოლო 14 ზუსტი დარტყმიდან 9 გაუშვა.
* ლუკა იოვიჩს ერთხელაც არ დაურტყამს „მალიორკას“ კარში და ბურთს მეტოქის საჯარიმოში ერთხელაც არ შეხებია.
* ლა ლიგაში ყველაზე ხშირად ნაბილ ფეკირის („ბეტისი“) წინააღმდეგ ჯარიმდებიან – 4.86 ფოლი თამაშში.
შედეგები
გრანადა-ოსასუნა 1:0
გოლი: 1:0 დუარტე (38)
ეიბარი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 გრიზმანი (13), 0:2 მესი (58), 0:3 ლუის სუარესი (66)
ატლეტიკო-ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (36-პენ), 1:1 პარეხო (82)
ხეტაფე-ლეგანესი 2:0
გოლები: 1:0 ანხელი (64), 2:0 ანხელი (84)
მალიორკა-რეალი 1:0
გოლი: 1:0 ჟუნიორ ლაგო (7)
ალავესი-სელტა 2:0
გოლები: 1:0 მაგალიანი (50), 2:0 ლ. პერესი (82)
სოსიედადი-ბეტისი 3:1
გოლები: 0:1 ლორენი (12), 1:1 ხ. გარსია (22-საკ. კარში), 2:1 ვილიან ჟოზე (36), 3:1 პორტუ (58)
ესპანიოლი-ვილიარეალი 0:1
გოლი: 0:1 ეკამბი (17)
ბილბაო-ვალიადოლიდი 1:1
გოლები: 1:0 ვილიამსი (33), 1:1 ი. მარტინესი (71-საკ. კარში)
სევილია-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 ლ. დე იონგი (86)
გათამაშების ცხრილი
1. ბარსელონა – 19 ქულა
2. რეალი – 18
3. გრანადა – 17
4. სოსიედადი – 16
5. ატლეტიკო – 16
6. სევილია – 16
7. ვილიარეალი – 14
ბომბარდირები
7 – ლორენი (ბეტისი)
6 – ბენზემა (რეალი)
6 – მორენო (ვილიარეალი)
5 – პარეხო (ვალენსია)
5- სუარესი (ბარსელონა)