„ვალენსიას“ ფეხბურთელების ბოიკოტი მთავარი მწვრთნელის ცვლილების გამო
„ვალენსიას“ ფეხბურთელების ბოიკოტი მთავარი მწვრთნელის ცვლილების გამო

„ვალენსიას“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ტრადიციული პრესკონფერენციისთვის „ჩელსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის წინ.

ესპანური კლუბის ფეხბურთელებმა ამგვარი გზით გამოხატეს პროტესტი „ვალენსიას“ ხელმძღვანელობის საქციელზე, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა მარსელინო.

ამგვარი პროტესტის შედეგად, პრესის წინაშე მხოლოდ ახალი მთავარი მწვრთნელი ალბერტ სელადესი წარსდგა. ამ სპეციალისტის დებიუტი ახალ ამპლუაში გასულ უქმეებზე შედგა და წარუმატებელი აღმოჩნდა: „ვალენსიამ“ ანგარიშით 2:5 წააგო „ბარსელონასთან“.

„ჩელსისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრა 17 სექტემბერს, ლონდონში გაიმართება.