ესპანეთის ჩემპიონატი - XXIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა 
ესპანეთის ჩემპიონატი - XXIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა 

ფაქტები

* „ატლეტიკომ“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ პირველად გაუშვა პირველ ტაიმში ორი გოლი.
* გარეთ ბეილმა „რეალის“ მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.
* გარეთ ბეილი „რეალის“ 21-ე ფეხბურთელია, ვინც ამ კლუბში 100 გოლი გაიტანა.
* სერხიო რამოსმა ლა ლიგაში რვა პენალტი დაარტყა და ყველა გაიტანა.
* სერხიო რამოსს ამ სეზონში უკვე 12 გოლი დაუგროვდა, რაც პირადი რეკორდია.
* იუსეფ ენ-ნესირიმ „ლეგანესის“ ბოლო 7 მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა.
* ენ-ნესირი „ლეგანესის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.
* „ვალენსიამ“ სეზონში 13 მატჩი ითამაშა ფრედ, ყველაზე მეტი ევროპის ტოპ-5 ლიგებში.
* „ბარსელონამ“ პირველად ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლა ლიგის მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა. ეს სერია 37 მატჩს ითვლიდა.

შედეგები

ხეტაფე-სელტა 3:1
გოლები: 0:1 არაუხო (2), 1:1 მატა (39-პენ), 2:1 მოლინა (62), 3:1 მატა (81)

ატლეტიკო-რეალი 1:3
გოლები: 0:1 კაზემირო (16), 1:1 გრიზმანი (25), 1:2 სერხიო რამოსი (42-პენ), 1:3 ბეილი (74)

ესპანიოლი-ვალეკანო 2:1
გოლები: 0:1 ბა (33), 1:1 ბ. იგლესიასი (72-პენ), 2:1 დარდერი (95)

ჟირონა-უესკა 0:2
გოლები: 0:1 ავილია (35), 0:2 ავილია (40)

ლეგანესი-ბეტისი 3:0
გოლები: 1:0 ენ ნესირი (22), 2:0 ენ ნესირი (36), 3:0 ენ ნესირი (66)

ვალენსია-სოსიედადი 0:0

სევილია-ეიბარი 2:2
გოლები: 0:1 ორელიანა (22), 0:2 შარლესი (63), 1:2 ბენ იედერი (88), 2:2 სარაბია (92)

ბილბაო-ბარსელონა 0:0

ვალიადოლიდი-ვილიარეალი 0:0

ალავესი-ლევანტე დღეს გაიმართება

სატურნირო მდგომარეობა

1. ბარსელონა – 51 ქულა
2. რეალი – 45
3. ატლეტიკო – 44
4. სევილია – 37
5. ხეტაფე – 35
6. ბეტისი – 32
7. ალავესი – 32
8. ვალენსია – 31

ბომბარდირები

21 – ლიონელ მესი (ბარსელონა)
15 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
12 – კრისტიან სტუანი (ჟირონა)
11 – ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
11 – ვისამ ბენ იედერი (სევილია)