ლიონელ მესის საშობაო ინტერვიუ [ვიდეო]
ლიონელ მესის საშობაო ინტერვიუ [ვიდეო]

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ესპანურ გაზეთ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა…

გვარდიოლასთან ერთად ისევ მუშაობაზე

მესიმ გამოთქვა სურვილი, კვლავ იმუშაოს „ბარსელონას“ ყოფილ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან

„- რა თქმა უნდა, ამის მოხერხება რთულია, მაგრამ ისევ ვისურვებდი გვარდიოლასთან მუშაობას. ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, ამიტომაც, კარგი იქნებოდა მის გვერდით ყოფნა. თუმცა, როგორც უკვე გითხაით, ამის განხორციელება არც ისე მარტივია.“

ნეიმარის დაბრუნებაზე

მესიმ კომენტარი გაუკეთა კატალონურ კლუბში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის სავარაუდო დაბრუნებას

„- ნეიმარის პსჟ-დან წასვლა რთულად განხორციელებადი მგონია. მოხარული ვიქნებით მისი დაბრუნების, თუ გავითვალისწინებთ ბრაზილიელის, როგორც მოთამაშის სტატუსს და გასახდელისთვის მის მნიშვნელობას. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, ბევრი შესანიშნავი და არც ისე სასიამოვნო მომენტი გადაგვიტანია ერთად. მაგრამ „პარი სენ-ჟერმენი“ არ დაუშვებს, რომ ნეიმარმა კლუბი დატოვოს.“

კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციაზე

მესი შეეხო კრიშტიანუ რონალდუსთან მრავალწლიან მეტოქეობას, აგრეთვე ილაპარაკა „რეალის“ თამაშზე პორტუგალიელის „იუვენტუსში“ გასვლის შემდეგ

„- უკვე ვთქვი, რომ „რეალი“ – ძალიან დიდი გუნდია, რომელშიც საკმარისად არიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ისეთი მოთამაშის წასვლა, როგორიც არის კრიშტიანუ, ნებისმიერ გუნდზე იქონიებს გავლენა. მას ძალიან ბევრი გაქონდა და ძალიან ბევრს აძლევდა გუნდს. არ მიკვირს, რომ „რეალს“ ის ძალიან აკლია.
შესანიშნავი იყო ძველი დრო, როცა ერთ ლიგაში ვიყავით და ორივენი ვცდილობდით მოგვეპოვებინა მოგება ჩვენი გუნდებისთვის. ეს იყო ძალიან ჯანსაღი დაპირისპირება, რომელშიც ორივეს გვინდოდა გაგვეძლიერებინა საკუთარი თამაში და ვფიქრობ, ეს მაყურებლისთვის შესანიშნავი იყო.“

ოქროს ბურთზე

მესიმ ილაპარაკა იმ მომენტზე, როცა გააცნობიერა, რომ 2018 წელს „ოქროს ბურთს“ ვერ მოიგებდა

„- ვიცოდი, რომ წელს “ოქროს ბურთს“ ვერ ავიღებდი. როცა ნომინანტების ჩამონათვალი მოვისმინე, გავაცნობიერე, რომ მე არ ვიქნებოდი პრეტენდენტთა შორის. იმ მომენტიდან ჩემთვის აღარ იყო საინტერესო – მესამე ადგილს ავიღებდი თუ მეოთხეს. საბოლოო შედეგები არ გამკვირვებია, რადგან არაფერს ველოდი.“

ოჯახზე

მესიმ აღიარა, რომ მისთვის ოჯახი ფეხბურთზე მნიშვნელოვანია

„- მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ოჯახი ყველაფერზე მაღლაა.“