ესპანეთში ევროთასების მონაწილეები დაასახელეს
ესპანეთში ევროთასების მონაწილეები დაასახელეს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, რომელი კლუბები წარმოადგენენ ქვეყანას 2020-21 წლების ევროთასებზე, თუ წლევანდელი სეზონი ვადაზე ადრე დასრულდა. ესპანეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო, 27-ე ტურის შემდეგ არის შეწყვეტილი.

იტყობინებიან, რომ ევროთასებზე საგზურები განაწილებული იქნება სატურნირო ცხრილში დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ – „ბარსელონა“, „რეალი“, „სევილია“ და „რეალ სოსიედადი“.

ევროპის ლიგაზე გამოვლენ – „ატლეტიკო“, „ხეტაფე“ და „ბილბაო“, რომელიც ესპანეთის თასის ფინალშია გასული და იქ „სოსიედადს“ უნდა ეთამაშოს.

მომდევნო კვირას უეფამ უნდა ჩაატაროს ვიდეო-კონფერენცია ევროპის 55 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციასთან, რათა მიიღოს გადაწყვეტილება მომავალ სეზონთან დაკავშირებით.