ესპანეთის ჩემპიონატი - XXXVI ტურის ფაქტები და მიმოხილვა
ესპანეთის ჩემპიონატი - XXXVI ტურის ფაქტები და მიმოხილვა

ფაქტები

* 2014/15 წლების სეზონის შემდეგ, „ბარსელონას“ კარში ყველაზე მეტი – 6 გოლი, იაგო ასპასს აქვს გატანილი.
* „ლეგანესმა“ ლა ლიგაში ისტორიაში პირველად მოიგო სტუმრად დიდი ანგარიშით.
* „ალავესს“ შინ რვამატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* „ატლეტიკომ“ დიეგო სიმეონეს ხედმძღვანელობით პირველად გაუშვა ამ სეზონში სამი გოლი.
* „რაიოს“ მეკარემ ალბერტო გარსიამ ბოლო ოთხი პენალტიდან სამი მოიგერია.
* „ვალენსიამ“ XXI საუკუნეში პირველად გაიტანა ერთ ტაიმში ხუთი გოლი.
* მარიანო დიასმა ამ სეზონში „რეალის“ ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – 84-ე წამზე.

შედეგები

სევილია-ლეგანესი 0:3
გოლები: 0:1 ენ ნესირი (8), 0:2 ბრაიტვაიტი (20), 0:3 ოსკარი (82)

ლევანტე-ვალეკანო 4:1
გოლები: 1:0 კამპანია (14), 2:0 ვეზუ (43), 2:1 ა. გარსია (71), 3:1 ხასონი (85), 4:1 ბარდი (90)

ესპანიოლი-ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 გოდინი (45+1 ს.კ.), 2:0 იგლესიასი (52), 3:0 იგლესიასი (89-პენ)

ალავესი-სოსიედადი 0:1
გოლი: 0:1 მ. გარსია (24 ს.კ.)

სელტა-ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 მ. გომესი (67), 2:0 ასპასი (88-პენ)

ხეტაფე-ჟირონა 2:0
გოლები: 1:0 მოლინა (16), 2:0 ანხელი (77)

ეიბარი-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 კოტე (45+1)

რეალი-ვილიარეალი 3:2
გოლები: 1:0 მარიანო დიასი (2), 1:1 მორენო (11), 2:1 ვალიეხო (40), 3:1 მარიანო დიასი (49), 3:2 ხ. კოსტა (94)

ვალიადოლიდი-ბილბაო 1:0
გოლი: 1:0 რუბიო (21)

უესკა-ვალენსია 2:6
გოლები: 0:1 ვასი (2), 0:2 როდრიგო (16), 0:3 მინა (20), 0:4 მინა (32), 0:5 ეჩეიტა (40 ს.კ.), 0:6 როდრიგო (51), 1:6 მელერო (66), 2:6 გალიარი (92-პენ)

სატურნირო მდგომარეობა

1. ბარსელონა – 83
2. ატლეტიკო – 74
3. რეალი – 68
4. ხეტაფე – 58
5. ვალენსია – 55
6. სევილია – 55
7. ბილბაო – 50
8. სოსიედადი – 47

ბომბარდირები

34 – მესი (ბარსელონა)
21 – სუარესი (ბარსელონა)
21 – ბენზემა (რეალი)
18 – სტუანი (ჟირონა)