„რეალმა“ „სევილია“ მეკარის ავტოგოლით დაამარცხა
„რეალმა“ „სევილია“ მეკარის ავტოგოლით დაამარცხა

პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში „სევილია“ საკუთარ მოედანზე იღებდა მადრიდის „რეალს“, რომელსაც ლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. შეხვედრა „რამონ სანჩეს პისხუანის“ სტადიონზე სტუმრების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

ერთადერთი გოლი მატჩში 55-ე წუთზე გავიდა. ფერლან მენდი მარცხენა ფლანგიდან ჩაერთო შეტევაში და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ვინისიუს ჟუნიორი ვარდნაში ოდნავ შეეხო ბურთს, მაგრამ მასპინძლების მეკარემ იასინ ბონომ დარტყმის შეჩერება ვერ შეძლო – ბურთი მისი ხელებისგან შევარდა კარში და გოლკიპერს ავტოგოლი ჩაუთვალეს.

„რეალი“ 20 ქულით მესამე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.