ესპანეთის ანკლავის ტერიტორიაზე 700-ზე მეტი აფრიკელი შეიჭრა. გავრცელებული ცნობით, მიგრანტებმა რკინის ორმაგი ღობე არმატურის მაკრატლით გადაჭრეს და მესაზღვრეებს ფეკალიებით და აალებული აეროზოლებით დაესხნენ თავს.
ინციდენტი ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მოხდა, რომელიც გიბრალტარის სრუტის აფრიკულ სანაპიროზე მდებარეობს. მესაზღვრეების წინააღმდეგობის მიუხედავად, აფრიკელმა მიგრანტებმა ექვსმეტრიანი ღობის გარღვევა მაინც შეძლეს. შტურმში სულ 800 ადამიანი მონაწილეობდა. მათი უმრავლესობა საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ მდებარე ქვეყნებიდან არის. 100 კანონდამრღვევი მაროკოელმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
როგორც ესპანური მედია წერს, მიგრანტების შეკავება ესპანელმა მესაზღვრეებმა სცადეს, თუმცა არალეგალები მათ ქვებს და ჯოხებს, ასევე ფეკალიებით სავსე ბოთლებს ესროდნენ.
ამას გარდა, ისინი აალებული აეროზოლებით დაესხნენ თავს სამართალდამცავებს. შედეგად 22 მესაზღვრე დაშავდა. მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები დაეხმარნენ. ხუთი პოლიციელი და 16 მიგრანტი ჰოსპიტალიზებულია.