ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სოციალისტი პედრო სანჩესი სარსუელას სასახლეში რამდენი წუთის წინ მივიდა. 46 წლის სანჩესმა აღნიშნულ თანამდებობაზე ესპანეთის „სახალხო პარტიის“ ლიდერი, მარიანო რახოი შეცვალა.
ესპანეთის მეფის წინაშე სანჩესმა ფიცი დადო, რომ მზად არის, როგორც პრემიერი, სახელმწიფოს ინტერესებს ემსახუროს.
ესპანური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, ესპანეთის სამეფოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრემიერ-მინისტრს ფიცი ბიბლიაზე არ დაუდია და მხოლოდ კონსტიტუციაზე დაიფიცა.
1-ელ ივნისს ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობამ მარიანო რახოის უნდობლობა გამოუცხადა. მის წინააღმდეგ ხმა 176-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო პედრო სანჩესის კანდიდატურას თანამდებობაზე მხარი 180 დეპუტატიდან 84-მა დაუჭირა.