ესპანეთი ტურისტების მიღებას ივლისიდან დაიწყებს. „გარდიანის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა, რეიეს მაროტომ გააკეთა.
მინისტრის თქმით, ივლისისთვის ქვეყანაში ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი, სავარაუდოდ, გაუქმებული იქნება. ამ დროისთვის ესპანეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულები არიან ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.
ესპანეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით 235 772 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 28 752 პაციენტი.