ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს
ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ესპანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ესპანეთში ჩასვლისას ვალდებულები არიან, ორკვირიანი კარანტინი გაიარონ.
ესპანეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით 235 772 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 28 752 პაციენტი.