ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ აფრიკაში, მელილიას ანკლავში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს
ესპანელმა სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ აფრიკაში, მელილიას ანკლავში, ტერიტორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.
დაკავებული 21 წლის ესპანეთის მოქალაქეა.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ინტერნეტ სივრცეში რადიკალურ ისლამთან დაკავშირებით, პროპაგანდისტული მასალების მოძიებითა და შემდგომ მისი გავრცელებით იყო დაკავებული. ასევე კონტაქტი ჰქონდა პირებთან, რომლებიც მებრძოლების გადაბირებას ცდილობდნენ. სამართალდამცელები ეჭვმიტანილს, ტერორისტული თავდასხმის პოტენციურ შემსრულებლად მიიჩნევენ. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ორი პირი დაჰკითხა.
ბოლო პერიოდში, ესპანეთი ტერიტორისტული თავდასხმის სამიზნე რამდენჯერმე გახდა. 17 აგვისტოს ბარსელონაში რამბლად ქუჩაზე ფურგონი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, მოგვიანებით კი თავდასხმა კამბრილსეში განხორციელდა. თავდასხმებს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.