ესპანელ პოლიტიკოსს კორონავირუსი დაუდგინდა. „ევრონიუსის“ ცნობით, დეპუტატმა ხავიერ ორტეგა სმიტმა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. „ევრონიუსის“ ცნობით, პოლიტიკოსს ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჯერ კიდევ მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრამდე ჰქონდა. პოლიტიკოსებმა მხარდამჭერებთან შეხვედრა იმიტომ არ გააუქმეს, რომ ესპანეთის ხელისუფლებას რაიმე სახის აკრძალვა არ დაუწესებია.
ხავიერ ორტეგა სმიტი პირველი ესპანელი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ინფიცირების მიუხედავად ის სახლიდან იმუშავებს.
ბოლო მონაცემებით ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1 236 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 31 ადამიანი. განკურნება ამ დრომდე კი, 30-მა პაციენტმა შეძლო.