„ესოშიეთიდ პრესი“ - დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას აპირებს
„ესოშიეთიდ პრესი“ - დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღეს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას აპირებს, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს სტატიაში, სადაც ტრამპის გეგმებზეა საუბარი.

მედიის ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომის შეჩერება 24 საათში შეუძლია.

რესპუბლიკელების არჩევნებში გამარჯვების ოფიციალური გამოცხადების შემდეგ მისმა პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპი ახლა შეძლებს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინაში.

„პირველი დღე მოიცავს ამ ომის დასასრულებლად უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმას“, – აღნიშნულია სტატიაში.

ასევე, „ესოშიეთიდ პრესი“ ინფორმაციით, ადმინისტრაციაში შესვლის დღესვე ტრამპი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დაწყებას გეგმავს.