მესამე დღეა, ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 2 000-ს აღემატება
მესამე დღეა, ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 2 000-ს აღემატება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 2 216 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსი 85 663 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ. გარდაცვლილთა მაჩვენებლით კი ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 11 მილიონ 363 ათასზე მეტი შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 275 105 შეადგინა.