„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისის სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გაასაჯაროვოს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, პანკისის სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გაასაჯაროვოს.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პასუხები შეკითხვაზე, როგორ მოხვდა ახმედ ჩატაევი საქართველოში და რა ფაქტები ადასტურებს, რომ 18 წლის დაჭრილ ახალგაზრდას მასთან კავშირი ჰქონდა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, თუმცა ეს არ უნდა იყოს გადამეტებული და არ უნდა შეილახოს მოქალაქის სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ბოლო დროს მომხდარ შემთხვევებზე მეტ ინფორმაციას არ გაასაჯაროებს და საზოგადოების შეკითხვებს უპასუხოდ დატოვებს, გაჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებს, რაც უადვილებს ტერორისტულ ჯგუფებს, გაძლიერდნენ ქვეყნის შიგნით.