„ნაციონალური მოძრაობა“ ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მთაწმინდის მთის ბარბაროსული ნგრევა, რაშიც დამნაშავე თბილისის მერიაა.
„ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, თბილისის მერიამ და საკრებულოს უმრავლესობამ გამოაცხადეს ე.წ. მორატორიუმი, რომ თბილისის ისტორიულ ნაწილში არ მოხდებოდა მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა. თუმცა, იმ დღიდან მოყოლებული, თბილისის მერია ყოველდღიურად არღვევდა ამ მორატორიუმს. ჭონქაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე ნებართვა გაცემულია რამდენიმე თვის წინ. შემდეგ კი, კომპანიამ 200 000 გადაიხადა დამატებით იმაში, რომ კოეფიციენტები გაეზარდათ და ამ ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლის აშენების უფლება მიეღო“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის მერიას მოუწოდა, შეისწავლოს მშენებლობა და შეწყვიტოს მთაწმინდის მთის ნგრევა.