ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება
ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად   რეგისტრაციის ვადა 30 აპრილს იწურება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორამაციით,მსურველები რეგისტრაციას 30 აპრილის 18:00 საათის შემდეგ ვეღარ შეძლებენ.

„აქვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ფორმა №100 – ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარდგენის ვადა.

თუ აპლიკანტს გამოცდაზე ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა ცენტრში 30 აპრილის 18:00 საათის ნაცვლად, 1 ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარების გეგმაზე და კოორდინაციაშიაჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ნებისმიერი დამატებითი  ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას და გამოქვეყნდება  ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ ცენტრი აგრძელებს ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ.

ასევე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი.