ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 პაციენტი
გასული ერთი კვირის (16.05-22.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 605 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 113 058 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 103 058, „პისიარ“ ტესტით – 10 568.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52%.
წინა კვირის (09.05-15.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.