ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 პაციენტი
გასული ერთი კვირის (27.06.2022-03.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 1 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 443 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 56 699, „პისიარ“ ტესტით – 6 744.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 4.05%.
წინა კვირის (20.06.2022-26.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 646 პირი, გარდაიცვალა ორი პაციენტი.