ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 257 პაციენტი
გასული ერთი კვირის (28.08-02.09) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 14 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 73 436 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.41%.
წინა კვირის (21.08-28.08) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.