ერთა ლიგის „დ” დივიზიონში, საქართველოს მეტოქე ყაზახეთი აზერბაიჯანს მიიღებს
ერთა ლიგის ”დ” დივიზიონში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქე ყაზახეთი ამხანაგური თამაშების სერიას ზაფხულშიც გააგრძელებს. ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას ტურნირზე დიდი მიზნები აქვს, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს და ამისთვის უპირველეს ამოცანად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დამარცხება დაისახეს.
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ამხანაგური მატჩის გამართვის შესახებ აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციასთან შეუთანხმდნენ და მეტოქეს 5 ივნისს “ასტანა-არენაზე” უმასპინძლებენ.
ყაზახებმა აზერბაიჯანის ნაკრები იმიტომ შეარჩიეს, რომ მათი აზრით, ამ გუნდის თამაში საქართველოს ნაკრებისას ჰგავს. ყაზახეთის ეროვნული გუნდი “ჯვაროსნებს” 6 სექტემბერს სწორედ ”ასტანა-არენას” ხელოვნურსაფარიან მოედანზე უმასპინძლებს.