ერთა ლიგაში ჩვენი მეტოქეები - სტოილოვმა ყაზახეთში სენსაციურად დაიწყო
ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეებმა ამხანაგური თამაშები ჩაატარეს.
ყაზახეთის ნაკრებში სტანიმირ სტოილოვის დებიუტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბულგარელი სპეციალისტის გაწვრთნილებმა პირველივე შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირეს – მათ გასვლაზე უნგრეთი 3:2 დაამარცხეს.
ყაზახებიდან გოლები გაიტანეს რომან მურტაზაევმა, ბახტიარ ზაინუტდინოვმა და ერკებულან საიდახმეტმა. ეს უკანასკნელი 18 წლისაა და ყაზახური ფეხბურთის მესის ეძახიან.
ლატვიის ნაკრები ფარერებს ესტუმრა და ვლადისლავ ფედორივის გოლით მხოლოდ ფრეს დასჯერდა 1:1. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირელები ფარერებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც შეხვდნენ და 6 ქულიდან მხოლოდ 1 მოიპოვეს: შინ 0:0 ითამაშეს, გასვლაზე კი 0:2 წააგეს.
ანდორამ გასვლაზე ლუქსუმბურგში ითამაშა და ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი გამარჯვება მოიპოვა 0:1. ერთადერთი გოლი მე-6 წუთზე მარკ რებესმა გაიტანა.