ერთა ლიგა | სერგეი რებროვმა უკრაინის შემადგენლობა დაასახელა - კაპიტანი სარეზერვო განაცხადშია #1TVSPORT
უკრაინის ნაკრები ოქტომბერში ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს – სერგეი რებროვის გუნდი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში საქართველოს ნაკრებს მიიღებს, ხოლო 14 ოქტომბერს პოლონეთის მეორე ქალაქ ვროცლავში – ჩეხეთს დაუპირისპირდება.
უკრაინის ნაკრებს ამ შეხვედრებში ვერ დაეხმარებოდნენ ლონდონის „არსენალის“ მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო და იტალიური „ჯენოას“ ცენტრალური ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი. უკრაინელთა ორივე საკვანძო მოთამაშე ტრავმირებულია.
უკრაინის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გეორგი ბუშჩანი (დინამო კიევი), ანატოლი ტრუბინი (ბენფიკა, პორტუგალია), ანდრეი ლუნინი (რეალი, ესპანეთი)
მცველები: ნიკოლაი მატვიენკო, ეფიმ კონოპლია, ვალერი ბონდარი (ყველა – შახტარი), ოლექსანდრ ტიმჩიკი (დინამო კიევი), ბოგდან მიხაილიჩენკო (პოლესიე), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი, ინგლისი), ილია ზაბარნი (ბორნმუთი, ინგლისი), მაქსიმ ტალოვეროვი (ლასკი, ავსტრია).
ნახევარმცველები: ნიკოლაი შაპარენკო, ვლადიმირ ბრაჟკო, ვლადისლავ კაბაევი, ოლექსანდრ პიხალიონოკი (ყველა – დინამო კიევი), ტარას სტეპანენკო, გეორგი სუდაკოვი, დმიტრი კრისკივი, ოლექსანდრ ზუბკოვი (ყველა – შახტარი), ოლექსეი გუცულიაკი (პოლესიე), მიჰაილო მუდრიკი (ჩელსი, ინგლისი), ვიქტორ ციგანკოვი (ჟირონა, ესპანეთი).
თავდამსხმელები: არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), რომან იარემჩუკი (ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), ვლადისლავ ვანატი (დინამო კიევი).
გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა სარეზერვო შემადგენლობაც დაასახელა, რომელშიც მოხვდა გუნდის კაპიტანი ანდრეი იაროლენკო. ასევე: არტიომ ბონდარენკო, დანიილ სიკანი, დმიტრი რიზნიკი (სამივე – შახტარი), ანდრეი იარმოლენკო, ვიტალი ბუიალსკი (ორივე – დინამო კიევი), ოლექსანდრ სვატოკი (ოსტინი, აშშ), ოლექსანდრ მარტინიუკი (ოლექსანდრია) და ოლექსანდრ ნაზარენკო (პოლესიე).