ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„ასტანა არენაზე“ ერთა ლიგის D დივიზიონის შეხვედრაში 69-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიში გახსნა და ერთა თასის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.
75-ე წუთზე კონტრშეტევა ისევ ჩაკვეტაძემ წამოიწყო, კარში ვაკო ყაზაიშვილმა დაარტყა და სერგეი მალიიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ესეც ისტორიული გოლია – ერთა თასზე გატანილი პირველი ავტოგოლი.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში 3 ქულა პირველად მოიპოვა.