ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქტები 3,7 პროცენტით გაძვირდა
ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქტები 3,7 პროცენტით გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

ერთ წლიან პერიოდში ყველაზე მეტად თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა – 43,7 პროცენტით, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასი 19.8 პროცენტით გაიზარდა. თევზეული 12.9 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 10.9 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 4.2 პროცენტით. ამავე მონაცემებით, ერთ წლიან პერიოდში ხილი 23.3 პროცენტით გაიაფდა.

რაც შეეხება ერთი თვის ინფლაციას, მარტში სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე მეტად ბოსტნეული და თამბაქოა გაძვირებული. ფასების 1 პროცენტიანი კლება ფიქსირდება რძის ნაწარმზე.